×

რეიმანის გენეტიკური ლაბორატორია

სამედიცინო მეცნიერებამ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ადამიანის ორგანიზმისა და მასში მიმდინარე პროცესების სირთულე კიდევ ბევრ გამოწვევას გვთავაზობს. ნებისმიერი ადამიანი, ბევრი თვალსაზრისით, უნიკალურია, ანალოგიურად – დაავადებებიც. სამედიცინო ტექნოლოგიებისა და გენეტიკის განვითარება, ინფორმაციის დიდი ნაკადების მცირე დროში ანალიზის შესაძლებლობა, აღრმავებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კონკრეტულ ადამიანს. თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიური მეცნიერების განვითარება ქმნის წინაპირობას დავინახოთ, თუ რა გამოარჩევს თითოეულ ჩვენგანს და შევთავაზოთ უშუალოდ მასზე მორგებული ჯანმრთელობის გეგმა და მკურნალობა. კლინიკური პრაქტიკის მონაცემები, მოლეკულური დიაგნოსტიკის შედეგები ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებთან ერთად მედიცინის მომავალს ქმნის. ეს გამოწვევები ჩვენთვის ახალი შესაძლებლობებია, რომლებმაც გვიბიძგეს გენეტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც პერსპექტივაში უნდა გახდეს სამედიცინო პრობლემების პერსონალიზებული, უშუალოდ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებული მკურნალობის ერთ-ერთი დასაყრდენი.

ტექნოლოგია


რეიმანის გენეტიკური ლაბორატორია აღჭურვილია Thermo Fisher Scientific-ის თანამედროვე აპარატურითა და Opentrons-ის რობოტიზებული სისტემებით, რაც შესაძლებელს ხდის მაღალი სიზუსტის ანალიზების ჩატარებას მაღალი წარმადობით ოპერირებასთან ერთად.

 

კვლევები

PCR ტესტი - მისი ჩატარება კლინიკა რეიმანის ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. კვლევის პასუხებს მხოლოდ 24 სთ სჭირდება

 

 

•           რეიმანის გენეტიკური ლაბორატორია აღჭურვილია Thermo Fisher Scientific-ის თანამედროვე აპარატურითა და Opentrons-ის რობოტიზებული სისტემით, რაც შესაძლებელს ხდის მაღალი სიზუსტის ანალიზების ჩატარებას მაღალი წარმადობით ოპერირებასთან ერთად;

•           რობოტიზაციის სისტემა, გარდა მაღალი პროდუქტიულობისა, უზრუნველყოფს ადამიანური შეცდომის რისკების შემცირებას, რადგან ხდება კვლევის პროცესში არსებული ყველაზე რუტინული პროცედურების ავტომატიზაცია;

•           პროცესი ავტომატიზებულია ნიმუშების მიღებიდან პასუხების ატვირთვამდე. ეს უზრუნველყოფს შედეგების როგორც დროულ, ასევე მარტივ, ელექტრონულ ფორმატში მიწოდებას. გარდა ელექტრონული ფოსტისა, შექმნილია ცალკე ვებ-პლატფორმა, სადაც დამკვეთები მიიღებენ ჩატარებული კვლევის პასუხებს.

 

ვებ-სივრცესთან ინტეგრირებული ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა ტესტირების შედეგების დროულ ფორმირებას და ელექტრონულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლების მიერ, ჯამში ჩატარდა 150,000-ზე მეტი PCR ტესტირება.

დაგვიკავშირდით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 16 011 , ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.