ჩვენ შესახებ
„მედ 11“ საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით 2019 წლიდან ოპერირებს. ცენტრი 2019 წელს გერმანელმა ფრანკ ლარბიგმა დააარსა, ხოლო 2023 წელს „მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს“ შეუერთდა.
მედ 11“-ის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოიცავს ექიმ-რეანიმატოლოგებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, პედიატრებსა და გამოცდილ მძღოლებს, რომლებიც პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხო და სწრაფ მომსახურებას.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კომპანიის ავტომობილები აღჭურვილია სპეციალური, უმაღლესი ხარისხის საკაცეებით, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებით ბარიატრიული პაციენტების კომფორტულ და უსაფრთხო გადაყვანას.
ჩვენი სერვისებია:
პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება;
პაციენტის საერთაშორისო ტრანსპორტირება;
პაციენტების მაღალტექნოლოგიურ (CT და MRI) კვლევებზე გადაყვანა;
ექთნის მომსახურება ადგილზე 24/7;
პალიატიური პაციენტების სამედიცინო მომსახურება ბინაზე;
სასუნთქი გზების სანაცია და ტრაქეოსტომის დამუშავება;
ელექტრო კარდიოგრამის გადაღება;
ლაბორატორიული კვლევები.
მედ 11 პაციენტებს ასევე სთავაზობს ბინაზე მომსახურებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს, ექთნის მომსახურებას და საექთნო მანიპულაციებს.
მედ 11-ის ბრიგადები 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე მზად არიან სწრაფი და პროფესიონალური დახმარება გაუწიონ ყველა პაციენტს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
ტელ: 16 011


