COVID 19 - ვაქცინა, გვერდითი ეფექტი, მითები და რეალობა!
როდის და რა ვაქცინა შემოვიდა პირველად საქართველოში?
COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში 13 მარტს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია- Astrazeneca შემოვიდა.
დღეისათვის კი ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Sinopharm, Sinovac, Pfizer და Astrazeneca.
ვაქცინის შექმნის დღიდან, ადამიანები ,შეხედულებების მიხედვით ორ ჯგუფად დაიყო:
1. "ვაქსერები"- რომელთაც მიაჩნიათ, რომ ვაქცინა ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად.
2. "ანტი-ვაქსერები"- რომლებიც წინააღმდეგნი არიან ვაქცინაციის და სხვებსაც ვაქცინაზე უარისკენ მოუწოდებენ.
ჩვენ, ექიმები და სრულიად მედ-11-ის გუნდი ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ანტი-ვაქსერულ კამპანიას, რადგა ნ ხსნა მხოლოდ ვაქცინაციაშია!
ზოგადად, რა არის ვაქცინის დანიშნულება? -ეს არის, ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება, დაავადების რისკების გარეშე!
მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტის გამომუშავება გვერდითი მოვლენების გარეშე ჩვეულებრივ შესაძლებელია, მას ხშირად თან ახლავს ისინი.
შევეხოთ ამ თემას და ვისაუბროთ ვაქცინის გვერდითი მოვლენებზე!
მსუბუქი და საშუალო დონის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იგრძნოთ ვაქცინაციის შემდეგ:
1.ტკივილი, შეშუპება, ჰიპერემია ინექციის ადგილას
2.ტემპერატურის მატება
3.სისუსტე და დაღლილობა
4.თავის ტკივილი
5. კუნთების და სახსრების ტკივილი
6.შემცივნება
7.დიარეა+ღებინება
8. ინექციის მხარეს იღლიის და მკერდის ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა
ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში გაივლის. თუ რომელიმე მათგანი 5-6 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, სასურველია მიმართოთ ოჯახის ექიმს !!
ახლა კი, ვისაუბროთ იმ აქტუალურ თემებზე, რომელზეც ხშირად საუბრობენ, თუმცა ბევრი მათგანი რეალობასთან კავშირში საერთოდაც არ არის და უბრალოდ მითია!
ვეცდებით დავამსხვრიოთ მითები
მითი #1. 1.ვაქცინის დროს დგამენ მიკროჩიპებს(გვჩიპავენ) .
რეალობა : ვაქცინის შემადგენელი კომპონენტი და ნემსი არ შეიცავს ჩიპს, სათვალთვალო მოწყობილობას, და არც იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ელექტრომაგნიტური ველის წარმოსაქმნელად.
მითი #2. ვაქცინა იწვევს უშვილობას
რეალობა : არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც ადასტურებს მის უარყოფით გავლენას შვილოსნობაზე, განაყოფიერებაზე. ის, ასევე არ მოქმედებს პლაცენტის და ნაყოფის განვითარებაზე.
მითი #3 .ვაქცინა ცვლის ადამიანის გენეტიკურ კოდს.
რეალობა:ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, შეიძლება ითქვას, საშიში მითია, რომელიც საკითხში გაუცნობიერებელ ადამიანებს აძლევს უსაფუძვლო პანიკისა და აგრესიის მიზეზს; ამიტომ აუცილებელად უნდა განვმარტოთ დეტალურად, თუ რატომ არის შეუძლებელი ვირუსმა შეცვალოს DNM.
ინფორმაციული რნმ (mRNA) ყველა ცოცხალ უჯრედში გვხვდება. გენეტიკური კოდის ეს ძაფები ქიმიური შუამავლის როლს ასრულებს ჩვენს ქრომოსომებში არსებულ დნმ-სა და უჯრედის იმ მექანიზმს შორის, რომელიც ჩვენი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილებს აწარმოებს. COVID-19 ვაქცინის mRNA არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ. ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია mRNA– მა გავლენა მოახდინოს ან ურთიერთქმედებდეს ჩვენს დნმ – ზე და მით უფრო, შეცვალოს გენეტიკური კოდი. ამის ნაცვლად, COVID-19 mRNA ვაქცინა მუშაობს სხეულის ბუნებრივ დაცვაზე დაავადების უსაფრთხოდ იმუნიტეტის შესაქმნელად. გარდა ამისა, ის შედარებით არამდგრადია და უჯრედში დაახლოებით 72 საათის განმავლობაში ძლებს, შემდეგ იშლება,
საბოლოოდ კი ჩვენი სხეული ისწავლის, როგორ დაიცვას თავი ინფექციისგან.
მითი #4. ვაქცინა იწვევს კოვიდით დაავადებას.
რეალობა: ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, შესაბამისად მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა, ის უბრალოდ "ასწავლის" ჩვენს იმუნურ სისტემას თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს კორონავირუსს.
მითი #5. კოვიდვაქცინა არ არის უსაფრთხო იმიტომ, რომ სწრაფად შეიქმნა.
რეალობა: ავტორიზებული ვაქცინები დამტკიცებულია, როგორც ეფექტური და უსაფრთხო! მიუხედავად იმისა,რომ ეს ვაქცინა რეკორდულად სწრაფ დროში შეიქმნა, რაც თავის მხრივ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების და უპრეცედენტო, მსოფლიო მასშტაბის კოლაბორაციის შედეგია, მან გაიარა ყველა საჭირო, მკაცრი რეგულაციისა და ტესტირების ეტაპი.არცერთი ეტაპი გამოტოვებული არ ყოფილა.
მითი #6. ორსულობა და ლაქტაცია ვაქცინაციის უკუჩვენებაა
რეალობა: ორსულობის და ლაქტაციის დროს ფაიზერი და მოდერნა დაშვებულია! სონოფარმი და სინოვაკი ამ ეტაპზე გადის კვლევას!
მითი#7. ვაქცინაციის წინ აუცილებელია ანალიზები(სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, დ დიმერი)
რეალობა: არცერთ ქვეყანაში პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული ვაქცინის წინ ანალიზების გაკეთების აუცილებლობა!
მითი#8. ყველა ქრონიკული დაავადება (დიაბეტი, სიმსივნე, ინფარქტი, გადატანილი ინსულტი, ასთმა, ფსორიაზი, თირკმლის დაავადებები და სხვა)
წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას.
რეალობა: პირიქით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია!
#მითი9. ვაქცინა შეიცავს კვერცხის ცილას
რეალობა: ვაქცინა არ შეიცავს კვერცხის ცილას და არ იწვევს ალერგიას კვერცხის ცილაზე ალერგიულ ადამიანებში!
#მითი10. ვაქცინაციის შემდეგ წყალი არ შეიძლება
რეალობა: ბანაობა შეიძლება და რა თქმა უნდა, აუცილებელია!
#მითი11.ფილერი და ბოტოქსი აცრის უკუჩვენებაა
რეალობა:ვაქცინა და ფილერ-ბოტოქსი ერთმანეთთან კავშირში არ არის! ამიტომ თავისუფლად აიცერით.
#მითი12. მენსტრუალური ციკლის დროს ვაქცინა არ შეიძლება
რეალობა: არანაირი კვლევა და დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ციკლის დროს ვაქცინაციაა კრძალავს, არ გადადოთ, აიცერით,!
და ბოლოს, თუ თქვენ არ გაქვთ დაავადების მწვავე ან გამწვავების ფაზა, ხართ 16 და მეტი წლის, გაქვთ გადატანილი კოვიდ ინფექცია ან უბრალოდ გეშინიათ კოვიდით გარდაცვალების აიცერით, აუილებლად აიცერით!