რატომ ეძახიან კერძო სასწრაფო დახმარებას „კატასტროფის სამსახურს“? - Med 11

გამოცდილება ქმნის ხარისხს

Get UPdate

სოც ქსელები

რატომ ეძახიან კერძო სასწრაფო დახმარებას „კატასტროფის სამსახურს“?

რატომ ეძახიან კერძო სასწრაფო დახმარებას „კატასტროფის სამსახურს“?

საქართველოში ჯერ კიდევ ხშირად ვისმენთ ფრაზას: „დარეკეთ კატასტროფაში!“

მაგრამ რეალურად, დღეს ასეთი სამსახური აღარ არსებობს.

საბჭოთა პერიოდში არსებობდა სპეციალური სტრუქტურა — კატასტროფის მედიცინის სამსახური. მისი ამოცანა იყო:

სტიქიური უბედურებებისას რეაგირება

მასობრივი ტრავმების დროს დახმარება

ადგილზე რეანიმაციული ჩარევები

ამ ბრიგადებში მუშაობდნენ მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგები, ჰყავდათ სპეციალური ტრანსპორტი და აღჭურვილობა.ეს სამსახური ხშირად ერთვებოდა განსაკუთრებით მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში — იქ, სადაც ერთი ან ორი პაციენტი კი არა, ერთდროულად ბევრი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას.

დღეს საქართველოში „კატასტროფის სამსახური“ ოფიციალურად არ არსებობს.

მისი ფუნქციები ნაწილობრივ გადანაწილდა ორ ძირითად მიმართულებაზე:

1.სასწრაფო სამედიცინო დახმარება

მოდის ადგილზე – ბინაზე, ქუჩაში, საზოგადოებრივ სივრცეში – და ეხმარება პაციენტს ადგილზე ან აჰყავს კლინიკაში.

2.რეფერალის ანუ რეანიმაციული ბრიგადები

ეს ბრიგადები სპეციალიზდებიან პაციენტის ერთი კლინიკიდან მეორეში, ან ხშირად სხვა ქალაქში ან რეგიონში გადაყვანაზე.

მათ ჰყავთ რეანიმატოლოგი ან კრიტიკული მედიცინის ექიმი,

გააჩნიათ სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგის და მართვისთვის საჭირო აპარატურა,

და შეუძლიათ მძიმე პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება. ხალხში დარჩა ტერმინი "კატასტროფა"-

როგორც ძველი მემკვიდრეობა

როგორც ემოციური რეაქცია რთულ სიტუაციებზე

და იმიტომაც, რომ ადრე ყველაფერი გადაუდებელი ერთ „კატასტროფის“ სახელთან ასოცირდებოდა.ამიტომ ხშირად, როცა ვინმეს სწრაფად სჭირდება  სამედიცინო დახმარება,  ამბობენ: „დარეკეთ კატასტროფაში!“ — თუმცა რეალურად ისინი სასწრაფოს ან რეანიმობილს გულისხმობენ.

დღეს ტერმინი „კატასტროფის სამსახური“ უბრალოდ ძველი სახელია, რომელიც ხალხში მაინც ხშირად გვხვდება, მაგრამ საქმეს აკეთებენ ის სამსახურები, ვინც რეალურად არსებობენ სასწრაფო დახმარება და რეანიმაციული (რეფერალის) ბრიგადები,რომლებიც იცავენ  ჩვენ სიცოცხლეს, დროულად, სწრაფად და პროფესიონალურად.