ორსულობა და კოვიდ-19. გთავაზობთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე. - Med 11

გამოცდილება ქმნის ხარისხს

Get UPdate

სოც ქსელები

ორსულობა და კოვიდ-19.  გთავაზობთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე.

ორსულობა და კოვიდ-19. გთავაზობთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე.

ორსულობა და კოვიდ-19  გთავაზობთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე.


1. ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი და ალბათობა.

ორსულებს კორონავირუსით ინფიცირების ისეთივე რისკი აქვთ, როგორიც სხვა ადამიანებს! ორსულობა, როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რისკ- ფაქტორი არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორსულები შედარებით მოწყვლადი ჯგუფია ნებისმიერი ვირუსული ინფექციის, მათ შორის იმ ჯგუფის ვირუსების მიმართ, რომელშიც კოვიდ-19 შედის.

სტატისტიკა: აშშ-ის მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 9 აგვისტომდე, სულ 105,645 ორსული დაინფიცირდა COVID-19-ით. აქედან ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა 18,006 შემთხვევაში. 124 ადამიანი გარდაიცვალა.


2. გადაეცემა თუ არა კოვიდ-19 ორსულიდან ნაყოფს

მუცლადყოფნის პერიოდში?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსაზრებით, ვირუსის დედიდან ნაყოფზე გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ჩინეთში აღწერილია ახალშობილების დაინფიცირების შემთხვევები, დაუზუსტებელია თუ როდის გადაედოთ ჩვილებს ვირუსი: მუცლად ყოფნის პერიოდში თუ დაბადების შემდგომ. ასევე ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებული 9 ორსულის ისტორია, რომლებმაც იმშობიარეს როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე საკეისრო კვეთით და ყველა შემთხვევაში ახალშობილი იყო ჯანმრთელი და არ დაავადდა კოვიდ-19-ით.


დასკვნა: ამ დროისთვის, ვირუსის ახლაგზრდობიდან გამომდინარე, 100% არ არის

დაზუსტებული, რომ დედისგან ნაყოფს კოვიდი არ გადაეცემა, თუმცა დღემდე, ვირუსი არც სანაყოფე წყლების, არც დედის რძის ნიმუშებში არ აღმოჩენილა!!!


3. რა გავლენას ახდენს ვირუსი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს თუ არა რაიმე სახის პათოლოგიებს ?


ინფიცირებული ორსულების მეთვალყურეობით და ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ინფიცირებული ქალების მშობიარობის შედეგად, ყველა ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა! კოვიდ-19-ს და მის სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს (რა თქმა უნდა, სწორად შერჩეულს!) ნაყოფზე ტერატოგენული ეფექტი არ ჰქონია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ყველა შტამი ჯერჯერობით შესწავლილი არ არის, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა გავლენას ახდენს ის ნაყოფზე ორსულობის საწყის ეტაპზე.(მიმდინარეობს კვლევა.)


4. შეიძლება თუ არა, რომ COVID-19-ის ინფექციის მქონე

ქალებმა ბავშვი ძუძუთი გამოკვებონ?


დიახ. COVID-19-ის მქონე ქალებს შეუძლიათ ბავშვი ძუძუთი გამოკვებონ, თუ თავად ასე ისურვებენ! დედის რძე ახალშობილს იცავს უამრავი ინფექციისგან და აძლიერებს მის იმუნიტეტს.

სხვადასხვა სახის ვირუსული გრიპით დაინფიცირებისას დედის რძეში ვირუსი არ გადადის, ისევე როგორც კოვიდ-19-ის დროს.


მთავარია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

•ბავშვის კვების დროს, ნიღბის ტარება!

• ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და მასთან

კონტაქტის შემდეგ;

• იმ ზედაპირების რეგულარულად გასუფთავება და

დეზინფექცია, რასაც შეეხებით.


ექიმთა ნაწილი ასეთ დროს რძის გამოსაწველი მექანიკური საშულებების გამოყენებასაც ურჩევს პაციენტებს. ამგვარად პატარასთან ფიზიკური კონტაქტი მცირდება, მაგრამ ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რძის გარეშე არ რჩება.


5. როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა

კორონავირუსისგან?

ორსულმა ქალებმა სიფრთხილის ისეთივე ზომები უნდა მიიღონ COVID-19-ის ინფექციის თავიდან ასაცილებლად, როგორიც სხვა ადამიანებმა.

აუცილებლად გასათვალისწინებელი:

• ხელი ხშირად დაიბანეთ საპნით და ასევე დაიმუშავეთ ანტისეპტიკური სპირტისშემცველი ხსნარებით.

• გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი.

• დაიცავით დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს!

• მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელით შეხებას.

• დაიცავით რესპირატორული ჰიგიენა. ეს ნიშნავს დახველების ან დაცემინების დროს პირის და ცხვირის დაფარვას მოხრილი იდაყვით. გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ.


გახსოვდეთ!!!

● არ გადადოთ ექიმთან გეგმიური ვიზიტები.

● წინასწარ ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, რათა რიგში დგომა და ხალხმრავალი სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

● თუ გაქვთ კოვიდი-19-სთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი, აუცილებლად გამოიჩინეთ ყურადღება, შეატყობინეთ ექიმს და ჩაიტარეთ კოვიდ ტესტი!

● დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, თვითნებით მკურნალობას ნუ დაიწყებთ! დაუკავშირდით ექიმს და ნებისმიერი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ მისი რეკომენდაციით, რომელიც დაფუძნებული იქნება ლაბორატორიულ კვლევაზე.


აცრა გვიცავს!

კოვიდი განაჩენი არ არის