
რა არის საჰაერო ევაკუაცია
საჰაერო ევაკუაცია არის პაციენტის გადაყვანა საჰაერო გზით მაშინ, როდესაც მანძილი დიდია ან მდგომარეობა სახმელეთო მგზავრობას არ იტანს. მედ 11 ახორციელებს პაციენტის გადაყვანას საჰაერო გზით სამედიცინო თანხლებით, საქართველოდან საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან საქართველოში.
როდის არის საჰაერო ევაკუაცია საჭირო
- როდესაც პაციენტი საზღვარგარეთ დაავადდა ან დაშავდა და სამშობლოში დაბრუნება სჭირდება
- როდესაც მკურნალობა სხვა ქვეყანაში გრძელდება და გადაყვანა სწრაფად უნდა მოხდეს
- როდესაც პაციენტის მდგომარეობა მრავალსაათიან სახმელეთო გზას არ იტანს
- როდესაც საქართველოში მყოფ უცხოელს თავის ქვეყანაში გადაყვანა სჭირდება
ვინ ახლავს პაციენტს გზაში
მედ 11-ის საერთაშორისო გადაყვანები ხდება მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგებისა და უმცროსი ექიმების თანხლებით. ეკიპაჟის შემადგენლობა პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.
როგორ იწყება პროცესი
დაგვირეკეთ და გვითხარით, სად არის პაციენტი, სად უნდა გადაყვანა და როგორია მისი მდგომარეობა. მედ 11 შეაფასებს, რომელი ფორმაა სწორი: საჰაერო თუ სახმელეთო გადაყვანა რეანომობილით.
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა საჰაერო ევაკუაციასა და ჩვეულებრივ ფრენას შორის?
საჰაერო ევაკუაციისას პაციენტს მთელი გზა სამედიცინო მეთვალყურეობა აქვს და ეკიპაჟი მის მდგომარეობაზეა მორგებული. ჩვეულებრივი ფრენისას ასეთი მეთვალყურეობა არ არსებობს.
რეანიმაციული პაციენტის გადაყვანა შესაძლებელია?
დიახ. მედ 11-ის ტრანსპორტი აღჭურვილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის და თან ახლავს რეანიმატოლოგი.
რა დოკუმენტები არის საჭირო?
დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. დაგვირეკეთ და გეტყვით, კონკრეტულად რა დაგჭირდებათ.
ფასი როგორ განისაზღვრება?
ფასზე გავლენას ახდენს მიმართულება, გადაყვანის ფორმა და ეკიპაჟის შემადგენლობა. ზუსტ თანხას სატელეფონო საუბრისას გეტყვით.
საქართველოს შიგნით გადაყვანა თუ გჭირდებათ?
ქვეყნის შიგნით პაციენტის გადაყვანა ხდება რეანომობილით: იხილეთ პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირების გვერდი.
ტელ: 16 011


