
პაციენტის გადაყვანა საქართველოდან საზღვარგარეთ
მედ 11 ახორციელებს პაციენტების საერთაშორისო ტრანსპორტირებას როგორც რეანომობილით, ისე საჰაერო გზით. გადაყვანა ხდება მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგებისა და უმცროსი ექიმების თანხლებით.
როგორ ხდება გადაყვანა საჰაერო გზით
როდესაც მანძილი დიდია ან პაციენტის მდგომარეობა სახმელეთო გზას არ იტანს, გადაყვანა ხდება საჰაერო გზით, სამედიცინო თანხლებით. მედ 11 გადაყვანის ფორმას პაციენტის მდგომარეობისა და მიმართულების მიხედვით არჩევს. დეტალები იხილეთ საჰაერო ევაკუაციის გვერდზე.
რით არის აღჭურვილი ტრანსპორტი
მედ 11-ის ტრანსპორტი სრულად არის აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საერთაშორისო ტრანსპორტირებასაც.
ვის სჭირდება ეს სერვისი
- პაციენტს, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება
- უცხოეთში დაავადებულ ან დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სჭირდება
- საქართველოში მყოფ უცხოელს, რომელსაც თავის ქვეყანაში გადაყვანა სჭირდება
ხშირად დასმული კითხვები
რეანიმაციული პაციენტის გადაყვანა შეიძლება?
დიახ. ტრანსპორტი აღჭურვილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის და თან ახლავს რეანიმატოლოგი.
რა დოკუმენტები არის საჭირო?
დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. დაგვირეკეთ და გეტყვით, კონკრეტულად რა დაგჭირდებათ.
ფასი როგორ განისაზღვრება?
ფასზე გავლენას ახდენს მიმართულება, ტრანსპორტის ტიპი და ეკიპაჟის შემადგენლობა. ზუსტ თანხას სატელეფონო საუბრისას გეტყვით.
საქართველოს შიგნით გადაყვანა შესაძლებელია?
დიახ. ქვეყნის შიგნით გადაყვანა ხდება რეანომობილით: იხილეთ პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირების გვერდი.
ტელ: 16 011


